Sunday 17 July 2016

მე-8 დღის შეფასება

მიმოვიხილეთ საშინაო დავალება;
შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების კითხვარი;
ბლოგზე განვათავსეთ ინტელის ლოგო;
ვიმუშავეთ გაჯეტებთან;
 გავეცანით ბლოგზე გვერდების ჩამატების პროცედურას.

Saturday 16 July 2016

მე-7 დღის რეფლექსია

მოსწავლის პრეზენტაციის კორექტირება;
პრეზენტაციის გადატანა გუგლ-დრაივში;
პრეზენტაციის გადატანა გუგლში;
ბლოგის განახლება;
გავიმეორეთ    როგორ გავამდიდროთ  გიფებით  ადა ანიმაციებით პროექტი.

მოსწავლის პრეზენტაცია

Friday 15 July 2016

მე-6 დღის რეფლექსია

პროექტის შაბლონში ვიმუშავეთ წინარე ცოდნის გრაფის შევსებაზე. წარმოვადგინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია პოვერ-პოინტის საშუალებით პროექტის ფარგლებში. გავიხსენეთ სვეტოვანი და წრიული დიაგრამების ნიმუშების გამოყენება.

Sunday 10 July 2016

მე-5 დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ საშინაო დავალების ირგვლივ. მოვახდინეთ პროექტის იდეისა და მიზნების  კორექტირება, ასევე შესწორება შევიტანეთ მიმართულების მიმცემ კითხვებში. გავეცანით შეფასების დროის ჩარჩოს, შევარჩიეთ ჩვენი პროექტისთვის შესაბამისი პუნქტები. გავაკეთეთ მოკლე მონახაზი შეფასების დროის ჩარჩოს ირგვლივ. გავიხსენეთ ,,გუგლ-დრაივში" მუშაობის პრინციპი. გავუზიარეთ ჩვენი ნამუშევრები ერთმანეთს.

Saturday 9 July 2016

ტრენინგის 4-ე დღე

კიდევ ერთხელ გადავხედეთ და მოვახდინეთ გასწორება უზუსტობებისა პროექტის იდეასა და მიზანში.
გავეცანითმიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს.
განვიხილეთ რუბრიკები. გავაკეთეთ კომენტარები ერთმანეთის და სხვა ჯგუფის ნამუშევრების შესახებ, ანუ გავაკეთეთ უკუკავშირი ერთმანეთთან.
ისევე როგორც სხვა ტრენინგები; დრევანდელი ტრენინგიც ძალიან ნაყოფიერი და სახალისო იყო. გმადლობთ.