Sunday, 3 July 2016

პროექტის იდეა

გამაოგნებელია  უცქირო,  როგორ  ლივლივებს  ხორბლის, ქერის, სიმინდის ყანა. მართლაც  რომ  შეეფერება  ულამაზესი  პოეტური  სიტყვა „მზეკაბანი“. თითქოს  გიზიდავს მეტი  და  მეტი  იცოდე ამ  საოცარი მცენარეების შესახებ.მითუმეტეს ,რომ თითოეული მათგანის კვებითი ღირებულება შეუფასებელია, რამდენადაც სიცოცხლის  წყაროა ისევე, როგორც ჰაერი  და  წყალი.
      ეს   უხმოსავლიანი  მცენარეები არაერთხელ  ყოფილა მეცნიერთა  კვლევის  საგანი.   
     პროექტის ფარგლებში მოსწავლეთა ჯგუფები დააკვირდებიან ზემოთ  აღნიშნულ  სასოფლო-სამეურნეო  კულტურებს. კერძოდ, მათემატიკური  გამოთვლების  საფუძველზე  დაადგენენ რა  რაოდენობს (ტონა, კილოგრამი,  მარცვლის რაოდენობა) სათესლე  მასალაა  საჭირო 1ჰა-ზე.  ნათესის რამდენი  პროცენტი  აღმოცენდება საშუალოდ, რა  შეიძლება  იყოს აღმონაცენის მინიმალური, საშუალო და მაქსიმალური სიმაღლე,  თავთავის  სიგრძე, როგორია პროცენტული  ცვლილება თავთავებზე  და   ტაროებზე  მარცვალთა რაოდენობის შესაბამისად და ა.შ.
    კველვის  შედეგების  საფუძველზე  გაავლებენ  პარალელს თითოეული  კულტურისთვის დამახასიათებელ  თვისებებს  შორის, გამოყოფენ უფრო  უხვმოსავლიანს. მოიძიებენ რა  რაოდენობის  პურეული  საკვები  ესაჭიროება  მოსახლეობას, ასევე თითოეულ ოჯახს საქართველოში, რეალურად  რა რაოდენობას შეადგენს მოსავლიანობა.
     მოსწავლეები ქმნიან ბროშურებს, მოკვლეული მასალების ირგვლივ აგებენ სიხშირეთა ცხრილებს, სვეტოვან და წრიულ დიაგრამებს, გამოსცემენ ბუკლეტებს,  ქმნიან მუშაობის ამსახველ ვიდეომასალას და ამ ყველაფერს ათავსებენ კლასისი ვებ-გვერდზე.

     

No comments:

Post a Comment